საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრიდან აღებული ხუთი ნიმუშის პასუხი უარყოფითია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთში კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
რეგიონში, თვითიზოლაციაში 12, ხოლო კარანტინის სივრცეებში 11 ლოკაციაზე 571 მოქალაქე იმყოფება.
კომენტარები