უამონდობის გამო ლაგოდეხში მძიმე მდგომარეობაა. მნიშვნელოვნად დაზარალდა რამდენიმე სოფელი.
კაბალში, ჰერეთისკარში, ვარდისუბანსა და ცოდნისკარში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფებია დატბორილი.
მდინარეებში წყლის დონემ მოიმატა და დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები. სოფელ კაბალში კი კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი დააზიანა.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, არხები წლებია არ გაწმენდილა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. მოსახლეობა სტიქიას საკუთარი ძალებით უმკლავდება.
კომენტარები