„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი კახი კახაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„საქართველომ კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი – კახი კავსაძე დაკარგა. კაცი, რომელიც ყველას გვიყვარდა. არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელმაც ქართული თეატრიდა კინო თაობებს შეაყვარა.
კახი წავიდა, მაგრამ მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მოგონებებში. ამიერიდან, კახი მის მიერ შექმნილ უკვდავ როლებში განაგრძობს არსებობას. კახი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ლაღი და განუმეორებელი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე რაინდი.
კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ.
ამ უდიდეს დანაკლისს ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თეატრალურ საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს. რთულია, როდესაც უყურებ, როგორ გვტოვებენ დიდი ქართველები, თუმცა მხოლოდ ის თუ გვანუგეშებს, რომ მათი მემკვიდრეობა უკვდავია“
კომენტარები