მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვე კლინიკაში მკურნალობდა. ექიმები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
კავსაძე 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ ფილმსა და სპექტაკლში. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან; 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.
კომენტარები