ჟურნალისტი, ნინო ცხვარაშვილი:
“პოლიტიკოსების მხრიდან სახეზეა ადამიანის ნების დათრგუნვის მცდელობა… ბოროტმოქმედებასთან ბრძოლის საბაბით ცდილობენ ადამიანი ტოტალიტარული სისტემის დანამატად აქციონ … პოლიტიკოსებმა აბსოლუტურად დაკარგეს კონტაქტი უბრალო ადამიანთან, თავისთავად ქვეყნის რეალობასთან…და, ის რაც ხდება, ზოგადად, ქვეყანაში ჩვენი ხალხი ამას არ იმსახურებს!
დღეს, გამოვხატე ჩემი ვალი ქვეყნის წინაშე და ხმა მივეცი კახი კალაძეს. მიზეზი რამდენიმეა: კახი შრომობდა, სხვები ლანძღავდნენ… ის, ასევე, ჩემთვის, ჩამოყალიბდა კარგ პოლიტიკოსად, რომელიც მომავალში რეალური მესამე ძალისთვისაც გამოდგება და მთავარი, თბილისს სჭირდება აქტიური მერი… (ამ გარემოებაში უკეთეს ვარიანტს ვერ ვხედავ)
პ.ს რაც შეეხება მიშას ჩამოსვლას და მისი “ბედნიერი სახის” დაკავების კარდებს, სხვებისგან განსხვავებით მე შეთქმულების თეორიების მჯერა, მით უფრო ჩვენს აბსოლუტურად ღატაკ პოლიტიკურ სისტემაში…როგორც მისი ჩამოსვლა არ გამკვირვებია, ასევე გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკრაინის დაჟინებული მოთხოვნით, არც მისი უკან “გადაბრძანება” გამაკვირვებს.
და საერთოდ, ჩემს გარშემო “ბუას შიშით” არავინ წასულა არჩევნებზე. “უბრალო” ხალხზე სპექტაკლები აღარ მოქმედებს.”
კომენტარები