marketer.ge-ს დამფუძნებელი, აკო ახალაია სოციალურ ქსელში მსახიობ კახი კავსაძესთან თანამშრომლობაზე წერს, რომელიც სამწუხაროდ, ვერ შედგა და ერთ ამბავს იხსენებს:
„ერთ-ერთ სფოთლაითზე სტუმრად/სპიკერად კახი კავსაძე უნდა მომეწვია, ძალიან ბევრი ვიჩალიჩე, ხან ვაკის აუზთან დავხვდი, ხან დავურეკე, ხან დაურეკეს, ხან დაგვირეკა, მოკლედ, ძაან ბევრი ვიწვალე. ერთი პარტნიორი მყავდა, მაწვებოდა, დროზე მითხარი სპიკერების სიაო, ვუპასუხე მაცადე, კახიზე ვჩალიჩობ კავსაძეზე, ძალიან მაგარი იქნება-მეთქი, ჰოდა, მკითხა, ეგ ვის მარკეტინგში მუშაობსო…
იმედგაცრუება იყო. მივხვდი. ტყუილად ვჩალიჩობდი და მოვეშვი კახის, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, მთელი თეატრალური და კინოსამყაროს მარკეტინგი და მეტი იყო. RIP კახი, იმედია. იქ თეატრი არის, შენი ცხოვრება კი მთლიანად დიდი კინო იყო. ბევრი ადამიანურად ვერ გაუძლებდა ამ გზას და გაბოროტდებოდა. კახი კი სიკეთე იყო“
კომენტარები