კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ხერსონის ოლქში 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 13 ადამიანი.
კლიმენკოს ცნობით, ხერსონის ოლქში დატბორილი რაიონებიდან 2 412 ადამიანია ევაკუირებული. გარდა ამისა, ევაკუაციის დროს რუსეთის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი.
კომენტარები