თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამას მაინც ნუ იმეორებთ დაჟინებით რომ შევიდეთ მაინც ვერ გვექნება გადაწყვეტილებებზე ზეგავლენაო
ეს რა უბედურებაა, ან რა არგუმენტია.
1. ჯერ ერთი, ამ წუთის მდგომარეობით ოცნებას იმდენი ხმა აქვს რომ მთავრობასაც ვერ ქმნის;
2. შესაბამისად უბრძოლველად დათმობილი მეორე ტურები ამ უფლების ჩუქებაა თქვენგან;
3. ყველა მაჟორიტარის ასე უბროლველად მოგების პირობებშიც უამრავი პრინციპული გადაწყვეტილებაა რომელსაც იმაზე მეტი ხმა ჭირდება ვიდრე ისინი იქნებიან;
4. სამართლიან არჩევნებში რომ წაგეგოთ და შესაბამისად ნაკლები ყოფილიყავით პარლამენტში, არც მაშინ გექნებოდათ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა და რაღაზე მონაწილეობდით არჩევნებში,
ლელა კაკულიამ გითხრათ რომ 77-ზე მეტი იქნებოდით, რამე უფრო სერიოზული მაინც მოიფიქრეთ რომ ამ სამაგალითოდ უსამართლო არჩევნების პირობებში სასაცილოდ არ გამოჩნდეს ეს ყველაფერი”
კომენტარები