სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელსაც უამრავი ადამიანი აზიარებს და აკომენტარებს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
ნინო ჯანგირაშვილი:
აი, ამათ მილანშიც ქონიათ ბინა, უბრალოდ აფრიკაში ტალახში ურჩევნიათ ცხოვრება და კალაძემ რა ქნას, ხომ უნდა აღადგინოს კანონიერება.
ნანუკა ჟორჟოლიანი
31 დეკემბერს, ქალაქის მერი ახალ წელს ამ ადამიანებსაც მიულოცავს, შემდეგ ჩართავს ტელევიზორს და უყურებს კონცერტს რომელიც მილიონი დაუჯდა.
მამა ნექტარიოს მჭედლიძე:
სახლი დაუნგრიეს ღია ცის ქვეშ დატოვეს, სუნი ასდის მთავრობას სიბოროტე და ბოროტები
შორენა გოგოლაძე:
ისეთი ფოტოა, ადამიანს შეგრცხვება რომ არ გშია, თბილად გაცვია და ღამით არ გცივა. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა დაიძინო მშვიდად ამათ რომ სახლს უნგრევ, თუნდაც უკანონოდ აშენებელს. მაშინ, როცა კანონდარღვევა ხელისუფლების ყოველდღიურობაა. შემზარავი ფოტოა
დავით ჩუთლაშვილი
ამ ფოტოს ქვეშ შეგიძლიათ მოიხსენიოთ კ[რ]ახი კალაძე, რომელმაც უკანასკნელი საცხოვრებელი დაუნგრია ამ ადამიანებს. ყოველმხრივ ხსნილია…
ვახო სანაია:
ძალიან ხომ არ გამდიდრდით მაქეთ აფრიკაში ? აბა, რა გეგონათ, დვარეცები რომ წამოჭიმეთ ! დღეს ჩემი სახელმწიფო შედგა !
ნიკა ჩერქეზიშვილი:
მამას ბევრი ექნება ნანახი და გადატანილი ამ დაწყევლილ ქვეყანაში, ალბათ ფიზიკური გადარჩენისთვის, თორემ ვინ აღირსებდა რამე ადამიანურს, მაგრამ ამ ბავშვს რას ვეუბნებით? ვისი ან რისი უნდა სჯეროდეს? მე არ მაქვს პასუხი. ამათ შინაგანადღა თუ დაანგრევდნენ, თორემ სახეზე აწერიათ, რა სარჩო-საბადებელიც გააჩნიათ. ადრე მხოლოდ ბრძანების გამცემებზე ვმწარდებოდი, ახლა შემსრულებლებზეც იგივეს ვგრძნობ. და საკუთარ თავზეც, ჩვენზეც, ვინც ამ ყველაფერს არ ვეწინააღმდეგებით.
კომენტარები