სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი, რომელიც “ოცნების” აქციას დაესწრო, “ოცნების” საარჩევნო მესიჯებით აღფრთოვანებულია – ალექსანდრ მალკევიჩი “პირველებთან” ინტერვიუში ამბობს, რომ განსაკუთრებით კახა კალაძის გამოსვლით მოიხიბლა.
“მალკევიჩი”: მე მომეწონა კალაძის გამოსვლა, ის ბრწყინვალეა და კარგად მოქმედებს ხალხზე. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ დიდებული ფეხბურთელი იყო. ჩემი აზრით, მათი ლოზუნგი დამაჯერებელი და კორექტულია – “ღირსებით ევროპისკენ”.
“პირველები”: მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგია – “არა ომს”. ომს კი თქვენი ქვეყანა აწარმოებს.
“მალკევიჩი”: ომს აწარმოებენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
“პირველები”: უკრაინა შემოიჭრა თქვენ ტერიტორიაზე?
თქვენ თუ საქმის კურსში არ ხართ, დიახ.
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
კომენტარები