„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„როდესაც ორი ძირითადი კანდიდატი დგება არჩევნებში, ასეთ დროს ჩვენთვის კიდევ უფრო მარტივია პირველივე ტურში მოგება, მაგრამ ასეც და ისეც, რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი და ვინც არ უნდა იყოს, კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. ამას აქვს ძალიან მარტივი საფუძველი, საფუძველია ის, რომ უამრავი რამ გაკეთდა თბილისში ამ ოთხი წლის განმავლობაში. გაკეთდა ყველაფერი ძალიან ხარისხიანად. ეს ყველაფერი არის საფუძველი იმის, რომ კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი ოპოზიციიდან და რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი.
ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, კახი კალაძე არის ყველაზე პოპულარული, ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკური ფიგურა. რაც შეეხება გახარიას, ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ის არ არის სამეულშიც კი. მას გადაასწრო ოპოზიციიდანაც კი ერთმა თუ ორმა კანდიდატმა“
კომენტარები