ოპოზიციის თქმით, თბილისის მერიამ რეკრეაციულ ზონაში, კომპანია მოდუსს, სავაჭრო ცენტრის აშენების უფლება მისცა, რა უკანონობაა.
“ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი:
“ამ ტერიტორიიდან 300 მეტრში დედაქალაქის მერი ტალახში აგორავებს რიგით მოქალაქეებს. ბულდოზერებით, პატრულის ძალით, ლამის სპეცრაზმით არბევენ ადამიანებს, რომ თქვენ უკანონოდ აშენებთო, მაგრამ სავაჭრო ცენტრი ისე ააშენებინეს ამ კომპანიას უკანონოდ, რომ არავინ პასუხი არ მოსთხოვა.
მთავარი მოთხოვნა ჩვენი: მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობა, ვის გარეშეც ეს სავაჭრო ცენტრი აქ ვერ ჩაიდგმებოდა.”
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ კომპანია “მოდუსი” და ტერიტორია ეკუთვნის ძმებ დარჩიძეებს, რომლებიც “ოცნების” დამფინანსებლები არიან და საარჩევნო მობილიზებაში აქტიურად ეხმარებიან, რის გამოც სავაჭრო ცენტრის მშენებლობა “ვერავინ შეამჩნია”.
წყარო – მთავარი
კომენტარები