დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
,,ე.წ. ძველით ახალი წლის აღნიშვნა მილოცვები, კალანდა და ბედობა 14-15 იანვარს, ისეთივე ანომალიაა, როგორც 7 იანვრის შობა. 1918 წლამდე საქართველოში ეს ყველაფერი 1 და 2 იანვარს აღინიშნებოდა. 1918 წლის შემდგომ, როდესაც კალენდარი გასწორდა და 13 დღით გადაიწია რიცხვებმა, გვაქვს ეს ორი ახალი წელი, ორი ბედობა, რაც სრული აბსურდი და ანომალიაა, ნუღა ვიორებთ ცხოვრებას და ძველ გაუსწორებელ და გაუქმებულ კალენდარს ნუღა მივყვებით ახალი კალენდრის რიცხვებით, ეს ძალიან საძრახისია. როგორღა ვითხოვთ შობის 25 დეკემბერს აღნიშვნას, თუ ისევ ძველით ახალიწლები და ძველით ბედობები ვერ მოვშალეთ?! ნუ ჩავრჩებით ამ გაორებულ ანომალიაში. ასევე შეგახსენებთ რომ გურიაში გავრცელებული ტერმინი კალანდა ახალწელს ნიშნავს და სხვას არაფერს და 1918 წლამდე ისიც ყოველთვის 1 იანვარს იყო.
ასევე შეგახსენებთ კვლავ, რომ გრიგოლის კალენდარი ანუ ახალი სტილი, იგივე იულიუსის კალენდარია, მხოლოდ გასწორებული და უკეთესად გამართული ნაკიანი წლების უკეთესად დაგეგმვის წყალობით, რომლითაც კალენდარული ცდომილება ყოველ საუკუნეში აცილებულია, განსხვავებით იულიუსის ძველი კალენდრისა.”
კომენტარები