ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“იტალიასთან მატჩში კალაძემ ორი ავტოგოლი რომ გაიტანა, მაშინ ერთ-ერთ გაზეთში ვმუშაობდი. სპორტზე მიშა ჟორჟოლიანი წერდა, ძალიან კარგი მოქართულე და შეუდარებელი იუმორის პატრონი.
ამ საშინელ თამშზე დაწერა სტატია და ასეთი სათაური დაარქვა _ კალასტროფა.
წაიკითხეს კორექტორებმა და გაბრაზდნენ, ეს მაინც წერდა უშეცდომოდ და რა ეტაკაო.
მეც შეცდომა მეგონა და კალასტროფა კატასტროფად გადავაკეთე.
მეორე დღეს ჟორჟოლიანი დასახოცად დაგვდევდა.
ახლა ეს ამბავი რატომ გავიხსენე?
კალასტროფა ხდება იცნებაში, კალასტროფა.”
კომენტარები