“კალათბურთელი პარლამენტარის, ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება 50 წლით, სრულიად უფასოდ გადაუფორმეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს:
? 2020 წელს პარლამენტარმა სპორტსმენმა ვიქტორ სანიკიძემ კომპანია შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია დააარსა.
? დაარსებიდან 9 თვეში და სანიკიძის პარლამენტარობიდან 5 თვეში კომპანიამ სახელმწიფოსგან სპორტული კომპლექსი უფასოდ მიიღო.
? კომპანიას 50 წლით გადასცეს 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა.
? შენობა თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს.
კომენტარები