უდაბნოს კალიების „უზარმაზარი ქარიშხალი“ მძვინვარებს ინდოეთში, რომლის ამსახველი ფოტოები სოციალურ მედიასა და გავლენიანი გამოცემების პირველ გვერდებზე ხვდება. მაშინ როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, წყალდიდობებსა და ძლიერ სიცხეებს რაჯასტანის რაიონში მილიონობით მწერი მასობრივად შეესია ქალაქის შენობების კედლებსა და სასოფლო-სამეურნეო მოსავალს, რომლის განადგურების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
უპილოტო საფრენი დრონები, ტრაქტორები და მანქანები იქნა გაგზავნილი რეგიონში რათა პესტიციდებით მოხდეს ტერიტორიის შეწამვლა და კალიების თავდასხმის თავიდან არიდება. კალიებმა უკვე 50 000 ჰექტარზე მეტი ნაყოფიერი სახნავ-სათეს მიწა გაანადგურეს.
კალიებმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდესი ნაწილი გაანადგურეს პაკისტანში ჯერ კიდევ აპრილის თვეში- სწორედ აქიდან შემოვიდნენ ისინი რაჯასტანის რეგიონში.
კომენტარები