ექიმი, არჩილ მარშანია:
კალიფორნიაში დაფიქსირებული კოვიდ19-ს ახალი ვარიანტი (ეპსილონ) სპაიკ პროტეინში 3 მუტაციით.
ხასიათდება მომატებული გადამდებლობით და მომატებული რეზისტენტულობით (მდგრადობით) როგორც ინფექციაგადატანილ ასევე ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულების მიმართ.
ამ მუტაციის კლინიკური მნიშვნელობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ცვლილების გამო არის საყურადღებო.
აიცერით პირველივე შესაძლებლობისთანავე, ნებისმიერი არსებული ვაქცინით და შეძლებისდაგვარად/მაქსიმალურად დაიცავით წესები:
დისტანცია;
პირბადე;
ოთახების განიავება;
პირადი ჰიგიენა;
ხალხმრავალი ადგილებისგან სადაც დისტანცია და განიავება შეუძლებელია თავის არიდება.
ჯანმრთელობას გისურვებთ.
https://science.sciencemag.org/…/06/30/science.abi7994…
https://www.cdc.gov/…/2019-ncov/variants/variant-info.html
კომენტარები