BBC-ის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და ამის შესახებ გერმანიაში, “დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტზე განაცხადა.
როგორც BBC-ი იუწყება, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული 6 ფიზიკური პირისა და 46 სუბიექტის სანქცირებას, ასევე უკრაინის 15 მოქალაქის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას მხარს უჭერს. სანქცირებულთა სიაშია ასევე ბელარუსის მთავრობის 13 წარმომადგენელი და თავდაცვის პირია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციების მიზანი, “კრემლის დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, რათა პუტინის მიერ დაწყებული ომი დასრულდეს.”
კომენტარები