კანადაში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიამ დღეს გაავრცელა.
მოგვიანებით გახდა ცნობილი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ვინაობა – ქართველი მამაკაცი მამუკა ჯანყარაშვილია. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიამ გარდაცვლილის საქართველოში გადმოსასვენებლად, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა:
„მეგობრებო, მამუკა ჯანყარაშვილს, ბელგიასა და საფრანგეთში ბევრი იცნობდა. სამწუხაროდ კანადაში გარდაიცვალა. საფრანგეთის მოქალაქის საქართველოში რეპატრიაციას ჩვენი ქვეყანა ვერ დააფინანსებს. არც საფრანგეთი, როგორც გაირკვა. დედა, და ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, 13 ათასი დოლარია შესაგროვებელი. ასეთი რთული ვითარებიდან ერთმანეთის დახმარების გარეშე ვერ გამოვალთ.
ვისაც შეგვიძლია მადლია დახმარება. ბრიუსელში თანხა შეგიძლიათ დატოვოთ საკათედრო ტაძარში მამა იოანესთან. ასევე, შეგიძლიათ მიაწოდოთ ბ. კოკა ყაველაშვილს, +32473939271 ანტვერპენში, ასევე შეგვიძლია თანხა ეკლესიაში დავტოვოთ მამა დავითთან. ლიჟში თანხა ან ეკლესიაში დავტოვოთ ან ბ. როსტომ კარკუჩაშვილთან. ასევე შესაძლებელია ეპარქიის ანგარიშის გამოყენება: BE16363089699374 Communication: Daxmareba Mamukasatvis მიუთითოთ კომუნიკაციაში. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.“
მოგვიანებით კი ეპარქიამ გაავრცელა ასეთი ამბავი:
კომენტარები