კანადის პარლამენტში პუტინის სამხედრო დამნაშავედ ცნობის შესახებ პეტიცია დარეგისტრირდა.
მოქალაქეები მოითხოვენ, რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში, უკრაინასა და სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების გამო დამნაშავედ ცნონ.
„რუსეთის პრეზიდენტმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები საქართველოში, უკრაინაში, გაამძაფრა ძალადობრივი კონფლიქტი სირიაში და გამოიყენა სასტიკი სამხედრო ძალა ჩეჩნეთში.
ჩვენ, კანადის მოქალაქეები, ვთხოვთ მთავრობას, ცნოს ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავედ და გასამართლდეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ”, – ვკითხულობთ პეტიციაში.
კომენტარები