კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ადასტურებს.
გავრცელებული ცნობით, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა ჯასტინ ტრუდოს მეუღლეს სოფი ტრუდოს, რომლის გენეტიკური ნიმუშები ვირუსზე შესამოწმებლად ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
ლაბორატორიაშია გაგზავნილი თავად პრემიერ-მინისტრის ნიმუშიც, მიუხედავდ იმისა, რომ მას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება.
ტესტის შედეგების მიღებამდე, პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე სახლში, თვითიზოლაციაში დარჩებიან.
კომენტარები