სახლის, კორპუსის აშენებისას, ან რემონტისას, მოგებული ის რჩება, ვინც ყურადღებას თავიდანვე უთმობს კანალიზაციის სისტემას. თითქოს, ერთი შეხედვით, რა უნდა, ხომ? მილს აყენებ და ეგაა. როცა კანალიზაციის სისტემა პრობლემას ქმნის, უმრავლესობა მხოლოდ მაშინ იგებს, რომ კანალიზაციის სისტემის მოწყობას საინჟინრო პროექტი სჭირდება. კი, დიზაინი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არა ერთადერთი და წამყვანი, აუცილებელია ჩამდინარე წყლების მოცულობის, მცხოვრებთა რაოდენობის განსაზღვრა, ადგილმდებარეობის და ტემპერატურის გათვალისწინება, ტექნიკური მახასიათებლების დაცვა, რათა შემდგომში არ მოხდეს მილების დეფორმაცია, ხშირი გაჭედვა (ბლოკირება). შესაბამისად, უპირველესი რჩევაა, სწორად დააგეგმარო და განსაზღვრული წესებით დაამონტაჟო კანალიზაციის სისტემა და ნუ ანდობ მის გაკეთებას არაპროფესიონალებს.
მოგებული რჩება ისიც, ვინც თადარიგს იჭერს და არ ელოდება მილების ბლოკირებას, რადგან კანალიზაციის სისტემის უწყვეტი მუშაობისთვის აუცილებელია მილების პროფილაქტიკური წმენდა, მაგალითად, საკანალიზაციო ჭები წელიწადში რამდენჯერმე მაინც უნდა გაიწმინდოს. თუ კანალიზაციის ამოტუმბვა დაგვიანდა, ეს დროთა განმავლობაში გამოიწვევს დაზიანებას, უსიამოვნო სუნს, ბაქტერიული ინფექციების გავრცელების საშიშროებას.
კანალიზაციის გაწმენდის ორი მეთოდი
მას შემდეგ, რაც მილებში ჩაასხი, ჩაყარე უამრავი ქიმიკატი და ჩაასხი ცხელი წყალი და მაინც არ უშველა, როცა უკვე ხვდები, რომ სპეციალისტები უნდა გამოიძახო, ჩნდება კითხვა, რომელი მეთოდით გავაწმენდინო? მაგასაც მეთოდით აქვს? – მკითხა ერთმა. კი, აქვს და თანაც ორი.
პირველ რიგში უნდა გაარკვიო, კანალიზაციის რომელი სისტემის გაწმენდა გსურს – შიდა და გარე კანალიზაციის (შენობები, ეზოს ქსელები, კოლექტორები); სანიაღვრე მილები; თუ საკანალიზაციო ჭები? და იქნებ სამიდან მინიმუმ ორი? აქვე იმაზეც გაგაფრთხილებ, რომ თუ შენთვის დროს მნიშვნელობა აქვს, არ დაგეგმო სამუშაოები დიაგნოსტირების გარეშე, უმჯობესია, სპეციალისტმა ადგილზე შეაფასოს სამუშაო. იშვიათად, ვინმემ დარწმუნებით იცოდეს კოლექტორია გასაწმენდი, თუ საკანალიზაციო ჭა, მეტიც, გვქონია შემთხვევა, რომ ადგილზე მისულ ხელოსანს, სულაც მხოლოდ სიფონი დახვედრია დაზიანებული და რომ იცოდეთ, რამდენმა ადამიანმა არ იცის, სიფონი რომ იხსნება და იცვლება.
კანალიზაციის სისტემები იწმინდება ჰიდროდინამიკური და მექანიკური მეთოდებით. ორივე მეთოდს აქვს თავისი დადებითი მხარე.
მექანიკური გაწმენდა
ეს მეთოდი შედარებით მარტივია, ამავე დროს, საიმედო და ეფექტურია. იგი გამოიყენება როგორ ლითონის, ასევე „პლასტმასის“ და კერამიკის მილების გასაწმენდად. სპეციალური, მბრუნავი სპირალი ადვილად იღებს მილის ფორმას და სწრაფად აქუცმაცებს ბლოკირებულ ადგილებში დაგროვებულ სიბინძურეს, მიუხედავად სიმყარისა. გამოიყენება შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემებისათვის. ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, მექანიკური წმენდა გამოიყენება მაშინ, როცა მილის სიგრძე არ აღემატება 80 მეტრს.
ჰიდროდინამიკური წმენდა
კანალიზაციის ჰიდროდინამიკური წმენდა ყველაზე მოწინავე მეთოდია – სპეციალური ტუმბო მაღალი წნევით გადასცემს წყალს მილებს, სისტემა იწმინდება ნარჩენებისგან ისე, რომ მილსადენი სისტემის მთლიანობა არ ირღვევა, პირიქით, ეს მეთოდი იმდენად ფაქიზია, რომ მისი ხშირი გამოყენებაც კი, კანალიზაციის მომსახურების ხანგრძლივობას ოდნავადაც არ ამცირებს. ამ მეთოდის უპირატესობა ეკოლოგიურობაცაა, რადგან წყალს ქიმიკატები არ ემატება. გაითვალისწინე, გასაწმენდი მილების დიამეტრი უნდა მერყეობდეს 30–1500 მმ–მდე.
როდის შემიძლია მომსახურების მიღება?
კანალიზაციის სისტემა შეიძლება გაიჭედოს დილის 6 საათზეც და ღამის 3 საათზეც, დისკომფორტი იმდენად შეუფასებელია და ზოგჯერ, კანალიზაციის დაბლოკვით მიღებული ზარალი იმდენად დიდია, რომ პრობლემის დროულად მოგვარება – მთავარი კომფორტია. ამას წინათ, სოციალურ ქსელში შემხვდა პოსტი, როგორ დახვდა სახლი დატბორილი ნიჟარიდან უკან ამოსული კანალიზაციით პირს. ფოტოც ედო, არცთუ სასიამოვნოდ სანახავი, მტკიცებულებად. ერთი 10 პირი უკომენტარებდა – საიდან ამოდის, თუ იციო? მიხვედი სახლში, ცხოვრობ კორპუსის ბინაში, დაგვხვდა სავსე ნიჟარა და გადმოგდის იატაკზე კანალიზაცია, როგორ უნდა გაიგო საიდან ამოდის, ასე, ერთი შეხედვით? ფერზე მიხვდები? სუნით იცნობ? 39 კომენტარი იყო დაახლოებით ასეთი – ვაიმეე, რა საშინელებაააა; ეს რა მოგსვლიააა; ეს რა არიიის – მინდოდა ჩამომევლო და სათითაოდ მეპასუხა, რაც არის, მაგრამ ჯერ ერთი, ისედაც კარგად ჩანდა ფოტოზე რაც იყო და მეორეც, მერე უზრდელად გამომაცხადებდნენ. და მხოლოდ რამდენიმემ დაწერა კომპანია, აქედან გამოიძახე ხელოსანიო და ყველამ ერთი და იგივე კომპანია დაწერა, მგონი, ერთმა რომ დაწერა, სხვებმა დააკოპირეს, რომ მისი პასუხიც „დაეგულებია“. ყველას უპასუხა ბინის პატრონმა, ყველა კომენტარი დააგულა და დაალაიქა და დავრეკე მაგ კომპანიაში და ზეგამდე ვერ მოვლენო, ჩააცრემლიანა ბოლოს.
-გივი სად არის, გივიო, იკითხა ერთმა და უი, გივიო, იხუვლა ათამდე კომენტარმა. ბოლო კომენტარი იყო ვინმე ბესოს, –გააკეთე, თუ მოვიდეო და გივი იყო უკვე და გააკეთაო, დაუწერა. რომ არ ჰყოლოდა ის გივი? ყველგან ხომ ვერ მივა გივი? ყველგან მარტო ერთ კაცს შეუძლია მისვლა და კი მისი სახელი და გვარიც გ–ზე იწყება, მაგრამ გივი არ ჰქვია.
კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათის მანძილზე უნდა იყოს შესაძლებელი ამ ტიპის მომსახურების მიღება. Servisebi.ge-ზე კანალიზაციის ხელოსანს, რომელიც სწორედ ამ პირობებით მოგემსახურება, მარტივად იპოვი. შეგიძლია, წინასწარ გაეცნო კომენტარებს, რომლებსაც მომხმარებლები ხელოსნების განცხადებების ქვეშ ტოვებენ, ადგილმდებარეობის, ფასის, თუ განცხადების ტექსტის მიხედვით შეარჩიო ხელოსანი, სატელეფონო კონსულტაცია გაიარო და შეუთანხმდე.
–თუ არ სცალია? თუ ვერ მოდის დროულად? – სწორედ ესაა ბაზის უპირატესობა – შეგიძლია სხვა სპეციალისტის ნომერიც იგივე საიტზე მოიძიო და საბოლოოდ გამოიძახო ის, ვინც იმ დროს მოვა, როცა გჭირდება და არა მაშინ, როცა პოსტის კი არა, მოთხრობის, რომანის დაწერას დაასრულებ, როცა სცენარს დაწერ და ფილმს გადაიღებ სახლში ამოსულ სიბინძურეზე.
სად შემიძლია გამოვიძახო?
გამომდინარე იქიდან, რომ კანალიზაციის სისტემის მუშაობა ყველა ქალაქში საჭიროა და გამომდინარე იქიდან, რომ ბაზაში ქვეყნის ყველა ქალაქში მაცხოვრებელი ხელოსნების განცხადებები ქვეყნდება და ბაზა მუდმივად მზარდია, ყველა ქალაქიდან შეგიძლია ადგილობრივი სპეციალისტის პოვნა და გამოძახება.
რა დამიჯდება კანალიზაციის სისტემის გაწმენდა?
ფასი დამოკიდებულია სირთულეზე, გაწმენდის მეთოდებზე, კანალიზაციის სისტემის სიგრძეზე, დიამეტრზე, ბლოკირების სიდიდეზე. ზოგ შემთხვევაში ხელოსანმა შეიძლება გამოიყენოს მცირე მექანიზაცია, ზოგ შემთხვევაში, შესაძლო დასჭირდეს საშუალო, ან დიდი მექანიზაცია.
შიდა საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა გულისხმობს მთლიანი სისტემის გაწმენდას შენობაში, (ნიჟარები, ტუალეტები, აბაზანა, ბიდე და ა.შ.) გარე საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა იწყება საინსპექციო ჭიდან და გრძელდება ქალაქის კანალიზაციის მაგისტრალამდე. ამ დროს მილების გაწმენდასთან ერთად ხდება კანალიზაციის ჭის ამოტუმბვა, სადრენაჟე მილების გაწმენდა ფოთლებისგან და ტოტებისგან, ქვებისგან და ქვიშისგან, ტალახისგან. შესაბამისად, ფასი დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მეთოდებზე.
როცა არ გთავაზობ მხოლოდ ერთ კომპანიას, ყოველთვის მოგებული რჩები მომხმარებელი, იქ, სადაც არის სპეციალისტების არჩევანი, ფასის არჩევანიც არსებობს, კონკურენცია ამიტომაცაა მნიშვნელოვანი და გარდა მეთოდისა, ფასითაც შეგიძლია შეარჩიო, ვისი მომსახურებით ისარგებლებ, როდის და როგორ.
ვინ შეიძლება ისარგებლოს მომსახურებით?
როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, კერძო სახლების მფლობელებს, მრავალსართულიან კორპუსებს, სავაჭრო–გასართობ ცენტრებს, მაღაზიებს, რესტორნებს და კვების ობიექტებს, სასტუმროებს და ბანკებს, სამრეწველო დაწესებულებებს, შეუძლიათ აარჩიონ სპეციალისტი, რომელიც მათთვის საჭირო მეთოდით, მათთვის საჭირო დროს და მისაღებ ფასად მოემსახურება.
შეჯამება
ნუ დაელოდები პრობლემას, რომ შემდეგ პრობლემების გადაჭრით დაკავდე – მართე პრობლემები წინასწარ, დაგეგმილად. დაგეგმე და დაამონტაჟე კანალიზაციის სისტემა სპეციალისტების დახმარებით. სწორად დაგეგმე პრევენციული წმენდა, კანალიზაციის სისტემის მოულოდნელმა ბლოკირებამ, შეიძლება დაბადების დღე ჩაგიშალოს სახლში, ან უხერხულობა შეგიქმნას ზუსტად იმ დროს, როცა ეს ყველაზე ნაკლებად გინდა, თუ ბიზნესი გაქვს, გაზარალოს, რადგან ობიექტის დაკეტვა მოგიწიოს. კანალიზაციის სისტემის პროფილაქტიკური წმენდა თავიდან აგაცილებს პრობლემას, რომელიც ადრე, თუ გვიან, აუცილებლად დადგება.
და თუ ახლა ამ მასალას მაშინ კითხულობ, როცა უკვე ბლოკირებულია კანალიზაციის მილები, აარჩიე ადგილის. ფასის, ან სხვა შენთვის საჭირო ნიშნის მიხედვით სპეციალისტი ბაზიდან, და როცა ჩვეულ, კომფორტულ მდგომარეობას დაუბრუნდები, არ დაგავიწყდეს ეს უსიამოვნო გამოცდილება და ნუღარ მისცემ კანალიზაციის სისტემას უფლებას, მართოს შენი დღის წესრიგი, დღეიდან შენ მართე მისი მუშაობის ხარისხი და სტაბილურობა.
კომენტარები