მარტვილის კანიონზე თამარ ივერის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ოპერის მომღერალს მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი, ზაზა გაგუაც გამოეხმაურა:
“შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ფასებს: ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო;
ბილეთი არასრულწლოვნებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) -5.5 ლარი;
ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის, გარდა არასრულწლოვნებისა -10.35 ლარი.
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვნებისა – 17.25 ლარი;
მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი უფასო;
ნავებით გასეირნების სერვისს რაც შეეხება, საქართველოში პირველად მოხდა, რომ ეს სერვისი გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული, კერძოდ მარტვილის, სოფელ ლებაჩეს მოსახლეობის 70 ოჯახს. დღეს მარტვილის კანიონზე დასაქმებულია 150-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წლამდე მარტვილში 2 სასტუმრო და 1 სასადილო ფუნქციონირებდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მარტვილის კანიონის სწორი და ეფექტური განვითარების შედეგად, დღეს მარტვილში 45-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო, 8 სასტუმრო და 5-ზე მეტი რესტორანია, და დასაქმებულთა რაოდენობა, მარტო მარტვილის კანიონის ეფექტური მუშაობის შედეგად, 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილით გაიზარდა. მხოლოდ 2017 წელს, მარტვილის კანიონის გახსნის წელს, კანიონმა მარტვილის ეკონომიკაში დამატებით 5 მილიონი ლარი შექმნა”
კომენტარები