რუსული გამოცემა primecrime.ru წერს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რეზო ლორთქიფანიძე შესაძლოა შეცდომით მოკლეს და რეალური სამიზნე სხვა “კანონიერი ქურდი” – როინ უგლავა, იგივე “მათევიჩი” იყო. უგლავა ლორთქიფანიძის მეზობლად ცხოვრობდა.
ეჭვი შეცდომით მკვლელობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქეთის პოლიციამ ეჭვმიტანილების სახელები შეიტყო. ისინი რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად ქურთები: ნაბო და რედუან მუსტაფაევები აღმოჩნდნენ.
primecrime წერს, რომ ლორთქიფანიძე და უგლავა ერთ სადარბაზოში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ. მკვლელობის დღეს ორივე მათგანი ლორთქიფანიძის მანქანით სახლიდან გავიდნენ – “როცა რეზო მარტო დაბრუნდა, მკვლელი, რომელიც მათ ელოდა, მანქანასთან მივიდა და მგზავრის მხარეს ფანჯრიდან პისტოლეტით ცეცხლი გახსნა, სადაც მისი გათვლის, მათევიჩი უნდა მჯდარიყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა” – წერს გამოცემა.
როგორც პოლიციამ დაადგინა, მუსტაფაევები თურქეთში ორი მანქანით ბულგარეთიდან შევიდნენ. ისინი მკვლელობის ადგილიდან 250 კილომეტრში დააკავეს.
ტრაპზონში ქართველი “კანონიერი ქურდი”, 64 წლის რევაზ ლორთქიფანიძე 15 იანვარს მოკლეს.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები