სააგენტო “დრონის”-ს ინფორმაციით, დღეს 12 აპრილს, მოსკოვში ცნობილი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ ქურდი ალი გეიდაროვი ჩაცხრილეს. კრიმინალურ წრეებში 40 წლის გეიდაროვს ალბერტ „რიჟას“ მეტსახელით იცნობდნენ.
მკვლელობა მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთში, ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსთან (Alye Parusa) მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ალი გეიდაროვი რუსული FSB-ს სამიზნეს წარმოადგენდა. ეს მას შემდეგ, რაც „კანონიერი ქურდის“ დაბადების დღეზე მისმა გარემოცვამ უჩვეულო პერფორმანსი მოაწყო – იანვრის ბოლოს ალი გეიდაროვმა 40 წლის იუბილე აღნიშნა ოდინცოვის რესტორან „ოჩაგში“.
მოულოდნელად რესტორნაში „ომონის“ ფორმაში გამოწყობილი მებრძოლები შეიჭრნენ და როგორც კი სტუმრები ხელებაწეულნი, იატაკზე დაწოლას აპირებდნენ, უჩვეული სანახაობის მომსწრენი აღმოჩნდნენ – სპეცრაზმმა იუბილარის წინაშე დაიჩოქა.
სინამდვილეში ეს „კანონიერი ქურდის“ საპატივსაცემოდ დადგმული კოსტუმირებული პერფომანსი აღმოჩნდა, რომლის ამსახველი ვიდეო სტუმრებმა თავადვე გაავრცელეს.
ალი გეიდაროვი „კანონიერ ქურდად“ 2012 წელს „აკურთხეს“. ის აზერბაიჯანული კლანის გავლენიან ლიდერად მიიჩნეოდა.
წყარო: droni.ge
კომენტარები