ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის საახალწლო გამოსვლას ეხმაურება:
,,სალომე ზურაბიშვილის წუხანდელი გამოსვლით აღფრთოვანებული რამდენიმე მეგობრის პოსტი ვნახე, ვიფიქრე, ანთროპოლოგიური ინტერესით მაინც მოვუსმენ მეთქი და გადავხვიე…
რომ არ ვიცოდე, რომ ისიც და ირაკლიკობახიძეც ერთი ცენტრიდან იმართებიან – და, შესაბამისად, მისი სიტყვების სერიოზულად მიღება არ ღირს – ვიფიქრებდი, რომ დაგვცინის. დაგვცინის, რადგან:
თუ გაჭირვება აწუხებს, იმ ხალხს დაელაპარაკებოდა, ვისი “პრინციპული არჩევანიცაა” მისი პრეზიდენტობა. ვინც ის ამ სკამზე სუს-ის სპეცოპერაციით დასვა. ბავშვების წერილებით სპეკულირება იაფფასიანი შოუა. მისი მიმართვის მაყურებლები არ ვართ ამ სიღატაკის და უბედურების მიზეზი. ბიძინა ივანიშვილი და “ქართული” ოცნებაა.
თუ ზიზღი და პოლარიზაცია აწუხებს, მაშინ თავს დაანებებდა ამ კლოუნადას და პოლიტპატიმრებს შეიწყალებდა. მათ, ვინც ეს ქვეყანა წუმპიდან ამოიყვანა, თავმოყვარე, მისაბაძ სახელმწიფოდ აქცია და ვინც მისმა ხელისუფლებამ პუტინის დაკვეთით (მარგველაშვილიც კი ამას ამბობს) ციხეში ჩასვა.
ხოდა კაპიკიც არაა სალომე ზურაბიშვილის სიტყვების ფასი. ის რომ აწუხებდეს, რითიც გვაბოლებს, იმოქმედებდა (ბერკეტები აქვს). მაგრამ შოუა ეს ყველაფერი. ამიტომ, ქ-ნ რეზიდენტს ვუსურვებ სასიამოვნო მოგზაურობას ყველაზე პოპულარულ, 3-ასოიან რუსულ მისამართზე.
გმადლობთ.”
კომენტარები