ილონ მასკი Facebook-ის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოვიდა და განაცხადა, რომ კაპიტოლიუმზე განხორციელებული შეტევა სოცოიალური ქსელის შექმნის შედეგად გამოწვეული “დომინოს ეფექტია”.
უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც მსოფლიოს ორი უდიდესი ინტელექტუალი, მილიარდერი მარკ ცუკერბერგი და ილონ მასკი ერთმანეთთან აშკარად დაპირისპირებულები არიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკის SpaceX-ის რაკეტის აფეთქების შედეგად Facebook-ის თანამგზავრი განადგურდა.
მომხდარის შემდეგ ცუკერბერგმა მკვეთრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ “იმედგაცრუებულია SpaceX-ის წარუმატებელი გაფრენით”.დაპირისპიების შემდეგი ეტაპი Facebook-ის მონაცემების გაჟონვისა და Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მოხდა. მასკმა საჯაროდ გააუქმა თავისი და თავისი კომპანიის აქაუნთები Facebook-იდან და Twitter-ში დაწერა რომ Facebook-ი მასში ნერვოზს იწვევს.
წყარო businessinsider
კომენტარები