აშშ-ის კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის დროს დაშავებული პოლიციელი ბრაიან სიქნიქი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პოლიციელის გარდაცვალების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს.
კომენტარები