საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდ ან გერმანიაში წასული მოქალაქეების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.
კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“.
გერმანიის ელჩის კომენტარს, საელჩო ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია და დაპირებულ ანაზღაურებასაც ვერ იღებს.
კომენტარები