ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია წერს:
“მე არ მჯერა, რომ ოცნება რამეს იზამს ამ 6 თვეში, რადგან ბოლო 3 თვეში თავიც არ შეუწუხებია, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. უფრო პირიქით, ღიად აგინა ჩვენ მეგობრებს ევროპარლამენტში.
რეფორმები რომ ბიძინას არ სჭირდება, ვიცით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება! ამიტომ უნდა დავორგანიზდეთ და გამოსავალი ვიპოვნოთ. ამ მთავრობამ ხალხის ნდობა გაანიავა და ლეგიტიმაციაც გაფლანგა.
წინ დიდი ამბები გველის. ოლიგარქი თავისით არ დათმობს ძალაუფლებას, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ბევრი. დღეს აქციაზე წასვლის დღეა. მე კარანტინის ბოლო დღე მაქვს და ამიტომ ვერ მოვდივარ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე უბრალოდ არ არსებობს დღეს ამ ქვეყანაში. მიუდექით, როგორც თქვენ საქმეს და თქვენ მისიას და მიდით დღეს პარლამენტთან 8 საათზე. ჩვენ მოვიფიქრეთ და შემოგთავაზებთ პრობლემის გადაჭრის გზებს და გეგმას.
გელით ყველა პატრიოტს.”
კომენტარები