ქუთაისში ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ვანიკ ყაზაიშვილი 81 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
„კანონიერი ქურდის“ ცხედარი ქუთაისიდან თბილისში გადმოასვენეს და დედაქალაქში დაკრძალეს.
საყოველთაო კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვები კრიმინალური „ავტორიტეტის“ დაკრძალვაზეც აისახა – ყაზაიშვილი ქელეხის და პომპეზური ცერემონიის გარეშე დაკრძალეს.
ვანიკ ყაზაიშვილს კრიმინალურ წრეებში ვანიკ „ქუთაისკის“ სახელით იცნობდნენ. ის ტარიელ ონიანის ახლო მოკავშირე გახლდათ.
2012 წლამდე სასჯელს თბილისში ე.წ. ქურდების ციხეში (N7 დაწესებულება) ტარიელ ფოცხვერიასთან ერთად იხდიდა. ციხიდან ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა და ქვეყანა დატოვა.
წყარო: „პრაიმტაიმი“
კომენტარები