მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, მარნეულიდან ოზურგეთში 6 ადამიანი, დღეს გამთენიისას ჩავიდა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთ დახურულ სივრცეში იმყოფებიან.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, 6 ადამიანი, რომლებიც მარნეულიდან დაბრუნდნენ ოზურგეთში სატვირთო ავტომობილების მძღოლებად მუშაობენ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 კლინიკურად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3 320.
კომენტარები