აგვისტოს დასაწყისში, სავალდებულო კარანტინის ვადა 14 დღის ნაცვლად 12 დღით შეიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლოა, ეს ვადა კიდევ 4 დღით შემცირდეს:
„კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიზმი დამუშავების პროცესშია, იგივე რვა დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“.
კომენტარები