უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს თვითმფრინავი ანკარიდან რამდენიმე წუთის წინ აფრინდა.
ქართველებთან ერთად ქალაქიდან თურქეთის 34 და აზერბაიჯანის 7 მოქალაქის ევაკუაცია მოხდება.
მათ 14 დღის განმავლობაში სავარაუდოდ თურქეთში, კარანტინში გააჩერებენ.
პრაიმტაიმი
ჩვენი მოქალაქეების წამოსაყვანად თურქული თვითმფრინავი გაფრინდა და ამის შესახებ – თურქეთის მხარე ავრცელებს ინფორმაციას, ქართული – არა!
კარანტინიც თურქეთს აქვს – ჩვენ – არა!
პრემიერი ამბობს, მზად ვართ კორონავირუსის დასახვედრადო – სად, აბა?
დადასტურდა “ალიას” ნათქვამი კიდევ ერთხელ – საინკუპაციო პერიოდი 14 დღეა და ჩინეთის რომელი პროვინციიდანაც არ უნდა მოდიოდა – კარანტინი გჭირდებათ, ისევე როგორც სპეციალური ტანისამოსი, ისევე როგორც სპეციალური კლინიკა კარანტინისთვის.
გვიყვებოდნენ ექიმები, მზად უნდა დავხვდეთ და კლინიკაა საჭიროო – ტყუილიაო გვიმტკიცებდა ჯანდაცვის სამინისტრო.
კარანტინისთვის ვერ მოვაწყვეთ კლინიკა და რომელიმე რომ დაინფიცირებული იყოს – სად უნდა გვიმკურნალონ?
როგორც უხანაში მცხოვრები ქართველი ამბობს, ურჩევნია უხანაში დარჩეს, იქ უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
ის დროა ჩინეთში მივდიოდეთ!
ალია
კომენტარები