იტალიაში გამოცხადებული კარანტინის პირობებში ქვეყნის მასშტაბით ფლეშმობი დაიწყო, რომლის მონაწილეებიც ხალხს მოუწოდებენ აივნებზე გამოვიდნენ და სიჩუმე დაარღვიონ. ფლეშმობის მიზანი ერთმანეთის მხარდაჭერა და გამხნევებაა. იტალიელები აივნებზე ყოველ საღამოს, 18:00 საათზე გადიან. შესაბამისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
იტალიაში კორონავირუსით 14 955 ადამიანია ინფიცირებული, 1266 გარდაცვლილი და 1439 განკურნებული. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.
კომენტარები