ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინესივრცეში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.
სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას“,- ნათქვამი გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარანტინში ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაფიქსირდა.
პრაიმტაიმი
თუ უკვე არსებობს სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი – მინიმუმ სახეზეა დანაშაულის ნიშნები.
როგორც ვხედავთ, ჯანდაცვის სამინისტრო არ უარჰყოფს მომხდარს, მხოლოდ იმას წერს, რომ ბრალდებული პირი არ არის მისი თანამშრომელი.
კარანტიში კიდევ ვის აქვს შესვლის უფლება, თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს? სასტუმროს პერსონალს?
და სასტუმრო ვის აქვს ნაქირავები და ვინ უნდა აკონტროლებდეს სასტუმროს პერსონალს? ჯანდაცვა და შსს.
ისე, არაერთი ფაქტი რომ დაიდო კარანტინის დაღვევის, ერთ ოთახში რომ სამი გოგო იჯდა და მღეროდა მაგალითად – ისინი დაჯარიმდნენ? – არა, ხო? ასე დადიან კარანტინის ერთი ოთახიდან მეორეში და მიაქციეთ კარანტინს ყურადღება, ვირუსი უმეტესად უსიმპტომოდ მიდის, ვის ექნება უსიმპტომოდ და ვინ გადადებს მე-13 დღეს სხვა ადამიანს, რომელიც მერე გარეთ გამოიტანს – არავინ იცის.
რაც შეეხება სექსუალური შევიწროების ფაქტს – კარანტინში მაგის კონტროლიც თუ არ შეგიძლიათ, აბა, პაციენტების მისვლა-მოსვლა-გადაპატიჟებას მართლა როგორ გააკონტროლებთ!
ალია
კომენტარები