კომპანია “თელმიკო” განცხადებას ავრცელებს:
“ზაფხულის დადგომასთან ერთად ბევრ ოჯახში ირთვება კონდიციონერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონდიციონერის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას, მაგრამ არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ელექტროენერგია:
• შეიძინეთ ენერგოეფექტური A კლასის კონდიციონერი;
• გააგრილეთ მხოლოდ ის ოთახები, სადაც იმყოფებით;
• კარგად დახურეთ ყველა კარი და ფანჯარა;
• დღისით ჩამოწიეთ ჟალუზები ფანჯრებზე ან დაფარეთ სქელი ფარდებით;
• ზედმეტად არ გააციოთ ოთახი, ადამიანისთვის კომფორტული ტემპერატურა 23-24 გრადუსია;
• ღამით, კონდიციონერი გადართე შესაბამის რეჟიმზე, რაც ხელს შეუწყობს კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას და ენერგიის დაზოგვას.
რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას და გადასახადების შემცირებას.”
კომენტარებში წერენ:
“ძალიან ხშირად რომ მოგვდის შეტყობინება 10-5 მდე არ იქნება ელექტროენერგია, იქნებ ამაზეც გააკეთოთ განცხადება.”
ვისაც საერთოდ არ აქვს კონდიციონერი, იმ ადამიანებმა როგორ შეინარჩუნონ ოთახში 23–24 გრადუსი ტემპერატურა და თან როგორ შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, ამ ეტაპზე, ამაზე თელმიკო არაფერს წერს.
კომენტარები