პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სპეცსამსახურები „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ თბილისში გამართული აქციის ფინანსური ნაწილით უნდა დაინტერესდნენ.
მისი თქმით, უნდა გაირკვეს, ვინ გადაიხადა აქციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის საჭირო თანხები.
„ხომ ვიცით ეს რა ჯდება. ავტობუსები ვინ დაიქირავა, ვინ გადაიხადა სამარშრუტო ტაქსების ფული. ეს არის შავი ფული, რომელიც იხარჯება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს.
ახლა სპეცსამსახურები უნდა არკვევდნენ, საიდან მოვიდა ეს ფული. ასეთი სერვისის მიმწოდებელი, რომ მიიტანოს სცენა და გახმოვანება, სულ თითზე ჩამოსათვლელი კომპანიებია. ხომ შეიძლება გავარკვიოთ, საიდან მოვიდა ეს ფული? ვინ გადაიხადა?
არ მითხრათ, რომ ამ ხალხმა თითო ლარი შეკრიბა და ისე გაკეთდა ეს ყველაფერი. ეს არის კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული პროცესი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.
კომენტარები