უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა დავით არახამიას შესახებ:
“ეს არის ნაცმოძრაობის და მათი სატელიტი არასამთავრობოების თუ ტელევიზიების საყვარელი რესპონდენტი, რომელსაც ნული აქვს ავტორიტეტი, ერთი უკრაინელები ნახეთ აბა არახამიაზე რას გეტყვიან, ხოდა ახლა თქვენ მე მალაპარაკებთ ამაზე, რად გინდათ ეს კაცი არის ხელმოცარული, კიდევ ერთხელ გეუბნებით.
მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობას ვუსურვებ, ზუსტად ვიცი, იცი როგორ კარგად ვხედავ, როგორ გაასამართლებენ არახამიას და ასეთ ნაძირლებს უკრაინელები?! იმიტომ რომ უკრაინის ინტერესებს ისინი არ ემსახურებიან. და ამას მალე ნახავს უკრაინელი ხალხიც და მთელი მსოფლიოც. ეს ადამიანი არის ნული, უავტორიტეტო, ერთადერთი შეუძლია “მთავარ არხზე” გამოვიდეს, გონჩარენკო და ის, გონჩარენკო ხომ იცი რომელიც არის, ჯერ იანუკოვიჩის პარტიის მეხოტბე იყო, შემდეგ პოროშენკოს, შემდეგ რეგიონების და ახლა ზელენსკის და ზელენსკისაც გამოუგდია პარტიიდან. ასეთი უსამშობლოების კოჰორტაა ესენი, გონჩარენკოები და არახამიები, ტყუილად მალაპარაკებთ ამაზე”
კომენტარები