კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” ცნობით, ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი კონტაქტური გახდა. რამდენიმე წუთის წინ ლაზარემ ბუნებრივად გამოიღვიძა, ტვინის ფუნქციონირება აღდგა და დაფიქსირდა პირველი რეფლექსებიც – ბიჭმა ხელ-ფეხი გაამოძრავა.
სკოლის მოსწავლე ამ დრომდე რეანიმაციულ ბლოკში მართვით სუნთქვაზე რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
კომენტარები