ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“ივანიშვილს არ ესმის ერთი მთავარი რამ: ომი უკრაინაში არაა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი.
ესაა ცივილიზაციებს შორის ომი და კოლექტიურ დასავლეთში ასეთი გაგება და ერთიანობა, ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა იმაზე, რომ ამ ცივილიზაციებს შორის ომის მოგება არის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
დასავლეთს ამ ბრძოლის წაგების უფლება უბრალოდ არ აქვს.
პუტინის დაკავებაზე გამოწერილი ორდერი ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა.
ამერიკა და ევროპა “ოლ ინსაა” ჩამოსული და უკანდახევას არ აპირებს.
ჩვენთვის ყველაზე კარგი ამბავი ისაა, რომ დასავლური ცივილიზაცია ამ ომს იგებს. იგებს თან “სუხოიზე.”
არანაკლებ კარგი ამბავია ის, რომ ივანიშვილი მაგდენს ვერ ხვდება. ან ზურგის ტვინი უგრძნობს, მაგრამ დაჯერება არ უნდა. ხოლო მისი მონებიდან ვინც ხვდება, თქმას ვერცერთი უბედავს.
რამდენიმე თვე დარჩა ყველაფრის გასარკვევად.
ეს რამდენიმე თვე ივანიშვილი ყველაფერს იზამს და იკადრებს, რომ გადარჩეს. ოღონდ, დიდი ალბათობით, ვეღარაფერი უშველის.”
კომენტარები