მარიამ სირბილაძე, რომელმაც სიმსივნე 33 წლის ასაკში დაამარცხა, სოციალურ ქსელში, წერს:
“თქვენ ხომ იცით ჩემი დამოკიდებულება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ? ყოველთვის მიჭირს ადამიანს ექიმი ვურჩიო, თუ პირადად არ მაქვს უნაკლო გამოცდილება. განვმეორდები -უნაკლო !
ვთვლი, რომ გიორგი ღოღობერიძე ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგი იქნება მომავალში. რაც ძალიან მახარებს .
თუმცა ამ ეტაპზე , გიორგისთან კონსულტაციას მე პირადად არ გავივლიდი . ვინაიდან ჩემი მდგომარეობის მართვა , მოითხოვს დიდ გამოცდილებას . (ზოგადად ონკოლოგიური პაციენტის ქეისები , ყოველთვის ძალიან საპასუხისმებლო და რთულია ) . არც მგონია რომ ვინმე გადიოდეს კონსულტაციას , რავიცი . მაგრამ , მაააგრამ იმის გათვალისწინებით ,რომ მისი ვიდეოები ნანახი მაქვს ვთვლი , რომ ძალიან ბევრ სწორ ინფორმაციას ფლობს და ეს ყველაფერი თავადაც ძალიან ეხმარება განვითარებაში . ასევე ,მისგან მოწოდებული ინფორმაცია, უმარტივესად შეგიძლიათ გადაამოწმოთ სანდო წყაროებში, ამის საშუალებას ინტერნეტიც გვაძლევს . ვისაც მედიცინა გვაინტერესებს და შეხება გვაქვს, ვთვლი რომ ყველა ვაკეთებთ ამას .
ნინო ნადირაძის უქაჯესი წიკვინი, ძალიან წინასწარ დაგეგმილი კონცერტი იყო . გიორგი ღოღობერიძის არ ვიცი , მაგრამ ამ ქალის, როგორც კარდიოლოგის კომპეტენციაში უდიდესი ეჭვი მეპარება . იმის გათვალისწინებით, რა პასუხისმგებლობას მოიცავს გულის პრობლემების მართვა .
აქვე, ჩემი მოკრძალებული აზრით, ნინო რომ კარგი ექიმი იყოს, იქ არ იჯდებოდა, სადაც ეხლა ზის . რადგან კარგ ექიმებს ბანძ შოუებში დროის გატარების დრო, უბრალოდ არ აქვთ. მაქსიმუმ სტუმრად მიიწვიონ .
ასევე ეჭქვეშაა მისი ჟურნალისტური გამოცდილება და ცოდნაც . რაც არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეა .
ამიტომ , არც იქეთ რომ არ ხარ და არც აქეთ . არც ექიმი რომ ხარ წესიერი და ჟურნალისტი მითუმეტეს, რანაირი თვითშეფასება და ეგო გაქვს ასეთი შექალო, რომ სხვას მოუწოდო აკეთოს ის, რაც შენვე გევალება და არ აკეთებ ?
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლების მერე, გიორგი ღოღობერიძით ძალიან იამაყებს ქართული მედიცინა . რადგან მართლა გვჭირდება კარგი ექიმები ჩვენს ქვეყანაში და ამ ბიჭს ამის დიდი პოტენციალი აქვს .
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ოდესმე შეწყვეტს გურანდა გაბუნიობას, იმედია და იქ დაგება სადაც მისი ადგილია . თუ ოდესმე იპოვა, ცხადია .
საკამათოდ არ დამიწერია .”
კომენტარები