ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
“ჯორდან პიტერსონის სახელი ყველას გაგიგიათ ალბათ. დარგის ავტორიტეტია და ამიტომ თავს უფლებას აძლევს ხისტი გამონათქვამები ჰქონდეს და პოლიტკორექტულობას არღვევდეს ხშირად. ხოდა ფემინისტებს შეუტია ერთხელ, თქვენ კაცებმა კი არ დაგჩაგრეს, ბიოლოგიის გამო იყავით დაჩაგრულები, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე სულ ორსულად იყავით და ამან განაპირობა პატრიარქალური პოზიციების სიმტკიცეო. უხეში სიმართლეა სადღაც. ხოდა ბიოლოგიის ტყვეობიდან თავი როგორც კი დავიხსენით, ჩვენგანაც დადგა “ადამიანი”, რომელმაც არა იშვიათი გამონაკლისის სახით, არამედ სრულმასშტაბიანად დაიწყო კაცობრიობის პროგრესში ინტელექტუალური და სხვა სახის შრომითი მონაწილეობა და საკუთარ ცხოვრებაზე, სურვილებზე, თავისუფლებაზე პრეტენზიის გამოთქმა. ამერიკელები აბორტს კრძალავენ. “მშვიდობისა და თავისუფლების” არ იყოს, ფსიქოლოგიურად რთულ დილემას ქმნიან – მკვლელობას უკრძალავენ ქალებს. არჩევანს უყენებენ მკვლელობასა და საკუთარი სიცოცხლის უფლებას შორის. აბორტი არავის უხარია. თუ ქალი აბორტს იკეთებს, მას ამის აუცილებელი მიზეზი აქვს, მითუმეტეს, რომ ყველა ქალმა დღეს უკვე იცის კონტრაცეპტივების არსებობის შესახებ. ხოდა ასეთივე რთულ წინადადებას ვიტყვი – არ ვემხრობი არდაბადებულთა მკვლელობას, ვემხრობი დაბადებულ ქალთა თავისუფლებას.
პ.ს. კარგია, გარყვნილ ამერიკას რომ არ ვბაძავთ”
შეგახსენებთ,
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლების გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას და პირველად დოკუმენტს Politico ავრცელებს.
პროექტი არის 1973 წლის გადაწყვეტილების (Roe v. Wade) უარყოფა, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია იცავს ორსული ქალის თავისუფლებას, აირჩიოს აბორტი ხელისუფლების ზედმეტი შეზღუდვის გარეშე.
Politico-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტი არის სამუშაო ვერსია და მოსაზრებები შეიძლება შეიცვალოს.
კომენტარები