გიორგი გახარიას ახალ იინიციატივას ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეხმაურება. როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა გეგმაში გაწერილი თმცა ამ დრომდე ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, ხელისუფლების ეს ნაბიჯი წინასაარჩევნო ხრიკია და მათი მხრიდან მხოლოდ დაპირებად დარჩება.
„ქართული ოცნების მთავრობა ახლა, წინასაარჩევნოდ იწყებს დაპირებების გაცემას ონკოდაავადებების მკურნალობის დაფინასების გაზრდაზე, რასაც ჩვენი გუნდი – გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შარშან ოქტომბრიდან ვაყენებთ. კარგია, რომ მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების გაზრდაზე, მაგრამ აქამდე რას აკეთებდა ბატონო გახარია და მისი მთავრობა?
რატომ ახსენდება დამსხვრეული ოცნებების მთავრობას გასაჭირში მყოფი ადამიანები მხოლოდ არჩევნებამდე 2 თვით ადრე? ეს პრობლემა ხომ წლებია დგას? რატომ კარგავს დროს მთავრობა? თუნდაც შარშან ოქტომბერში, როცა ჩვენ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი წარვადგინეთ და დავსვით ეს საკითხი, რატომ მაშინ არ იქნა რეაგირება?! ან თუნდაც მარტის დასაწყისში, როდესაც ონკოლოგიის შესახებ ყოვლისმომცველ გეგმაზე ვისაუბრეთ, რატომ მაშინ არ გამოგვეხმაურა არავინ ამ მთავრობიდან?! რამდენი ადამიანის დახმარება შეიძლებოდა თუნდაც 1 წლის წინ! თუნდაც 6 თვის წინ! სავარაუდოდ, ესეც იქნება დამსხვრეული ოცნების პარტიის მორიგი ცრუ დაპირება, რომელიც არაერთი გვინახავს.
რა თქმა უნდა, 1 ნოემბრიდან, როდესაც დამსხვრეული ოცნებების პარტიას ოპოზიციაში გავისტუმრებთ, ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დაფინასებაც და ხელმისაწვდომობაც გაიზრდება, მოვლაც უკეთესი ექნებათ პაციენტებს და რაც მთავარია პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკაც უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებს“ – სერგო ჩიხლაძე
კომენტარები