ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
რადგან უკვე უამრავი იმსჯელეთ, იცინეთ, იჩხუბეთ, იბრაზეთ, და დასკვნის სახით ტოტალურ მარცხად აღიქვით ყველაფერი, გავბედავ და გაგამხნევებთ რომ მიუხედავად გაყალბებისა, მაინც არანაირად არ არის ხელწამოსაკრავი ის შედეგი, რაც დაიდო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ოპოზიციაში, რბილად რომ ვთქვათ, ფავორიტები არ ჰყავს. ხალხი, განსაკუთრებით ემიგრანტები, რომლებმაც კილომეტრები დაფარეს, რომ ხმა მოეცათ, მადლობის ღირსია.
კარგი ისაა რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგა, რაც იმ დღესვე ჩრდილო-კორეას დაგვამსგავსებდა. შერეული პარლამენტი უკვე არის პროგრესი.
კიდევ უფრო კარგი ისაა, რომ ოპოზიცია არც ისე მცირე, მთელი 40%-ით არის წარმოდგენილი პარლამენტში.
ამაზე უფრო კარგი ისაა, რომ ძლივს, ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ მთლიანობაში მესამე ძალა მოღონიერდა და ნაცები აღარ არიან მთავარი ოპოზიციური პარტია, რაც ნამდვილად კარგი სიახლეა.
ბოიკოტის იდეას არ ვემხრობი. პარლამენტი საუკეთესო ტრიბუნაა პოლიტიკურ საქმიანობაში თავის წარმოსაჩენად, არასასურველი კანონების წინააღმდეგ საბრძოლველად და მომდევნო არჩევნებისთვის მოსამზადებლად.მდინარე იწყება ნაკადულიდან და თრობა ჭიქუნადანო, ძველი რაჭული ანდაზა ამბობს და ეს ანდაზა ყველა მშრომელმა უნდა იცოდეს
კომენტარები