საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს “ივანიშვილის ხელწერაა”.
„ივანიშვილს დიდი ხანი თვალში ეჩხირებოდა ეს ბიბლიოთეკა და მოხდა ის, რაც მოუვიდა კარფურის კონკურენტებს და იმ ტერიტორიებს, რომელსაც ივანიშვილის ოჯახი დაეპატრონა. ეს ხომ უკვე ივანიშვილის ხელწერაა. ახალგაზრდების მრავალი კვირის სამუშაო ამ სუს-ის მოგზავნილმა „ნასედკამ“ რამდენიმე წუთში დაასრულა. ამას რომ არ დაედო ვიდეო, მთავრობა იტყოდა, ეს ყველაფერი მოგონილია და სააკაშვილის ხალხმა თავად წაუკიდა ცეცხლი.
აღდგომა დღეს რომ ამას გააკეთებ, ეს კიდევ ცალკე სატანისტური რიტუალია. მთელ ქვეყანას უკიდია საფრთხე და ყველამ უნდა დავიცვათ ქვეყანა ჭკუიდან გადასული ოლიგარქისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, ბაჩო ქათამაძეა და მან თავად გაავრცელა ვიდეო, როგორ წაუკიდა ცეცხლი პრეზიდენტის ბიბლიოთეკას.
კომენტარები