“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, კობახიძე ამბობს, რომ თუ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარყოფითი პასუხი იქნება, ხელისუფლება კარტებს გახსნის.
“დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების მიცემა მოგვიწევს საზოგადოებისთვის.
უფრო დეტალურად ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად თუ რას შეიძლება განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე“.
შეგახსენებთ, პრემიერი ღარიბაშვილი, უკვე წელიწადზე მეტია, ფარდის ახდით იმუქრება, მაგალითად, 2022 წლის 11 ივნისს განაცხადა:
“ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატვას. 23-34 ივნისს დაველოდები და თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი“,
კომენტარები