ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
„ტაქსის მძღოლი მეუბნება, რანაირი დროა, რას დაემსგავსა ხალხი, სიყვარული დაკარგეს, ერთმანეთის პატივისცემაცო.. ხომ ჯოჯოხეთი ტრიალებდა, მაგრამ 90-იანებში ურთიერთობები უფრო ჯანსაღი იყოო, ერთმანეთი გვიყვარდა და გვიხაროდაო. ვის და ვისმეთქი? მთლად მზად არ იყო პასუხისთვის. იფიქრა, იფიქრა და …მეგობრებსო, მეზობლებსაცო, ტელევიზორს ერთად ვუყურებდით და სუპს ეზოში ერთად ვხარშავდითო. კიდევმეთქი? კუბოს თავსახურებს რომ პარავდნენ ერთმანეთს და გასვენებამდე გამოსასყიდს სთხოვდნენ, გახსოვსმეთქი? ამის გახსენებაზე ისიც გაახსენდა, კარზე თუ ვინმე დააკაკუნებდა, გადატენილი ავტომატით მივდიოდი გასაღებადო… ყოველ მეორე დღეს უბანში მინიმუმ თითო მკვლელობა ხდებოდაო, კურტკის გახდის გამო ვინმეს რომ არ მოვეკალი, ლიმონკა მედო ჯიბეშიო. შებინდებულზე გარეთ ვერ გავდიოდითო….. ხოდა მეუთხარი, ოქროს დრო ყოფილა ჩემოკარგო, ოქროსი, რაც მეტი დისტანცია, მით მეტხანს იცოცხლებ ფიზიკურადმეთქი, ნუ ახლა მორალურზე მთლად გარანტია ვერ მივეცი. დამეთანხმა და კიდევ უფრო სევდიანებმა გავაგრძელეთ გზა. დღის ბოლო იყო და დაღლილობის პიკზე ვიყავით ორივე.
ყველა წარსულში, გუშინდელშიც და წლების წინანდელშიც მხოლოდ ის ხალხი მენატრება, რომ აღარ არიან და მათი არსებობით სავსე ჩემი თავი.“
კომენტარები