საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა გიორგი რუხაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა:
„არ შეიძლებოდა “ბუკები” მიგვეწოდებინა, რომელსაც გვთხოვდნენ? – ხომ შეიძლებოდა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, იარაღითაც მივეხმარებოდი უკრაინას, რადგან იქნებოდა აქტი და ჟესტი – არა ის, რომ ქართული იარაღის გარეშე უკრაინას დიდად რამე დააკლდება.
მერწმუნეთ, თუ იარაღს არ მიაწოდებ უკრაინას, ეს ნამდვილად ვერ გააჩერებს რუსეთს, თუ თავდასხმა უნდა. სხვა მიზეზი გამოჩნდება, რის გამოც რუსეთი თავს დაგესხმება, თუ სტრატეგიულად ჩათვლის, რომ საჭიროა. ამ არგუმენტს ვერ მივიღებ. მესმის, რომ საზოგადოებაზე მოქმედებს ომის შიში. მანიპულირება ძალიან გავრცელებული ამბავია. იარაღით დახმარება არ არის ისეთი, რომ მაინცადამაინც ტელეეთერში გადასცე. შეგიძლია ეს ყველაფერი პარტნიორებს დახმარებით გააკეთო.
საქართველოს ხელისუფლება მიესალმა, თუ რუსეთი ფრენებს აღადგენს, მაშინ, როდესაც ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ აწარმოებს ფრენას [რუსეთთან], ჩაკეტილი სივრცის პოლიტიკა აქვს. თუ ეს მოხდება, არამეგობრული პოლიტიკაა უკრაინის მიმართ, მტრული აქტია. შესაბამისად, ამაზე იყო რეაგირება.
ჩვენ მარტო კასიანოვის განცხადებებს ვუყურებთ და არ ვამახვილებთ ყურადღებას, რა განცხადებებს აკეთებს მაგალითად, გერმანიაში უკრაინის ელჩი, მას შემდეგ, რაც შოლცმა „ლეოპარდებთან“ მიმართებაში ცოტა არ იყოს “დაატორმუზა”. გერმანიაში უკრაინის ელჩის განცხადებებთან შედარებით კასიანოვის განცხადება იავნანასავით არის. ეს არის უკრაინის პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ის შეტევაზე გადადის და მაქსიმალურად მწვავე განცხადებებით ცდილობს მხარდაჭერის ბოლომდე გამოწურვას პარტნიორებისგან. ეს სწორი პოლიტიკაა უკრაინის მხრიდან და კარგია ლუსტრაციისთვის, რადგან ხელისუფლებას ამაზე „რეაგირება უწევს“.
ექსპერტმა მაგალითად გენერატორები მოიყვანა, მისი თქმით, რომ არა კასიანოვის განცხადებები, გენერატორები კიევში არ ჩავიდოდა.
კომენტარები