კასპის რაიონის “ენმ”–ის აღმასრულებელი მდივანი, მიშა ბალიაშვილი:
“მოკლედ… როდესაც მე ვარ მიშას მხარდამჭერი, ვანოს მხარდამჭერი, ენმ ის მხარდამჭერი, კასპის ენმ აღმასრულებელი მდივანი!
როდესაც ქარელი, ხაშური გორის ენმ ის საკრებულოს დეპუტატები და პარტიის თავმჯდომარეები, ვდგევართ ერთ და სწორ აზრზე! მხარს ვუჭერთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას და ამავე დროს, შიდა ქართლის მხოლოდ ერთი რაიონი, კასპი ეწინააღმდეგება ხაბეს ენმ ის თავმჯდომარედ არჩევას!
როდესაც ამ ჩემი არჩევანის გამო, არაერთი ტალახი მოდის ჩემს მიმართ და ადამიანებმა,თავისი ოჯახების სიბინძურის გადასაფარად, რას არ მაკადრებენ…
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ, მე როგორც ერთი მიშისტი და ვანოისტი, ვდგევარ სწორ გზაზე და ამ გზას გავივლი ბოლომდე!!! გამარჯვებამდე!!!
ღმერთმა დალოცოს საქართველო
კომენტარები